png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კოტე თოლორდავა აშშ-ში სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს

  • კულტურა
  • 09.10.2015
  • 10:52
კოტე თოლორდავა აშშ-ში სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს

თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა აშშ-ში, საერთაშორისო კინოფესტივალზე The Diabolique International Film Festival სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს.

მან გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი“, პრიზი მიიღო როლისთვის, რომელიც რეჟისორ ლევან ბახიას ქართულ-ამერიკულ ფსიქოლოგიურ თრილერში ”ნაღმი” შეასრულა.

ფილმში მოქმედება ვითარდება საქართველოში . სამი ამერიკელი ტურისტი: კრისი, დენიელი და ალისია საქართველოში ლაშქრობისას პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან: კრისი ნაღმზე დაადგამს ფეხს. ოდნავი გამოძრავების შემთხვევაში ნაღმი აფეთქდება, ამიტომ ის გაუმოძრავებლად უნდა იდგეს, მანამ, სანამ დახმარება არ მოვა. დახმარების ნაცვლად კი ტყეში ქართველი მონადირე – ილია გამოჩნდება…

ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 23 ოქტომბრიდან გამოვა.

კოტე თოლორდავა 1979 წლის 13 მაის დაიბადა. ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა. მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიყავდა გადაცემა „განო და კოტე“.

 გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში, სადაც ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილი 16 საათზე იპოვეს სასტუმროს ნომერში, სადაც ასევე ნაპოვნი იქნა თეთრი ფხვნილი და ერთჯერადი შპრიცი. ექსპერტიზის თქმით, მსახიობი დილით ადრე გარდაიცვალა. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge