png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

  • თავდაცვა
  • 31.05.2016
  • 18:11
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საკონტრაქტო სამსახურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიმართავს და საკუთარი სამშობლოს სამსახურში იწვევს:

„სამი წლის განმავლობაში შეჩერებული პროცესი აღვადგინეთ. წელს უკვე რეკრუტების ორი ჯგუფი მივიღეთ. შევეცადეთ, რომ საზოგადოებას ამ საკითხზე ბევრი ინფორმაცია ჰქონოდა. დაახლოებით 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ ჩაიცვა სამხედრო ფორმა, გააფორმა კონტრაქტი საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარი სამშობლოს სამსახურის ფიცი დადო, მათ შორის ნაწილმა - 26 მაისს. ეს ნახა ქართველმა საზოგადოებამ და ახლა მორიგი გზავნილი გვაქვს ყველა ახალგაზრდისთვის, ვისაც სურს, რომ ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. მართალია, ათასობით ადამიანს ვერ მივიღებთ დღეს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია მოთხოვნა, რომ უფრო გაგვიმარტივდეს 2017 წლის დაგეგმვა. წელს დაახლოებით 1000 ადამიანით შეივსო ჯარი, 1000 ახალი სამხედრო მივიღეთ საკონტრაქტო სამსახურში და უკვე ინტერესის და მოთხოვნის შესაბამისად ვგეგმავთ 2017 და 2018 წლებს. ასე რომ, ყველას გელოდებით ჯარში, გელოდებით საკუთრი სამშობლოს სამსახურში“.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.
სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

მაღალი ანაზღაურების გარდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში. 

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:

პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);

  1. ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი;
    3. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
    4. ჯანმრთელობის ცნობა;
    5. სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი);
    საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად:
    1.ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);
    2. გასაწვევი პირის განცხადება;
    3. ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);
    4. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);
    5. დაბადების მოწმობის ასლი;
    6. პირადობის მოწმობის ასლი;
    7. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
    8. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;
    9. შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
    10. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
    11. მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
    12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული)
    13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,MMR“- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,TD”-ტეტანუსი-დიფტერია)
    14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);
    15. ცნობა ნასამართლობის შესახებ;
    16. ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);
    17. შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
    18. მიღებული სერტიფიკატის ასლი;
    19. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);
    20. ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD);

საბუთების მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში“ .

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge