png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სასამართლომ მსჯავრდებულის წამებისთვის, შვიდ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 31.05.2016
  • 15:28
სასამართლომ მსჯავრდებულის წამებისთვის, შვიდ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  მსჯავრდებულ  გიორგი მილაშვილის წამებაში ბრალდებული  შვიდი პირი  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის  ,,ე" ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 იანვარს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა ბექა გელხაურმა, გიორგი გულაბერიძემ, ლაშა ტვილდიანმა, საბა ჯინჭარაძემ, ლევან ლიპარიძემ, ლევან შეყლაშვილმა და თენგიზ ესართიამ, ადმინისტრაციასთან შესაძლო თანამშრომლობის აღიარების და თანამშრომლობაში ჩართულ სხვა პირებზე ინფორმაციის მიღების მიზნით აწამეს ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გიორგი მილაშვილი, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს სხვადასხვა სახის ნაკვეთი ჭრილობები და თერმული დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად თავისი ინტენსივობით, ხასიათით და ხანგრძლივობით დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

სასამართლომ  ჩადენილი დანაშაულისთვის  თითოეულ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge