png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს WTO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე დევიდ შარკი ეწვევა

  • ეკონომიკა
  • 08.10.2015
  • 17:22
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“  ფარგლებში საქართველოს WTO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე დევიდ შარკი ეწვევა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილე დევიდ შარკი ეწვევა.

დევიდ შარკი 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „აბრეშუმის გზის აღორძინება - ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“. დევიდ შარკი პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.

დევიდ შარკს ვაჭრობის პოლიტიკაში დიდი გამოცდილება აქვს. მან 1975 წელს აშშ-ის შრომის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა, როგორც ასისტენტმა სავაჭრო საკითხებში. 1976 წლის მარტიდან გადავიდა ვაჭრობის დეპარტამენტის სავაჭრო პოლიტიკის განყოფილებაში, სადაც აქტიურად იყო ჩართული ტოკიოს მრავალმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში. მას შემდეგ ბ-ნ შარკი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა GATT და WTO.

1980 წელს დევიდ შარკმა შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში დაიწყო მუშაობა, სადაც რიგი პოზიციები ეკავა, მათ შორის აშშ-ის პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ასისტენტ-მოადგილე სავაჭრო პოლიტიკის კოორდინირებაში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ასისტენტ-მოადგილე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ასისტენტ-მოადგილე გარემოსა და ბუნებრივ რესურსებში.

1988-1995 წლებში დევიდ შარკი USTR ჟენევის წარმომადგენლობაში მუშაობდა და ჩართული იყო ურუგვაის მრავალმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებსა და მიღებული შეთანხმებების განხორციელებაში. ამ დროის განმავლობაში იგი მონაწილეობას იღებდა WTO-ს შექმნასა და სავაჭრო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტების შემუშავებაში. 2000 წლის ივნისში დევიდ შარკი დაბრუნდა ჟენევაში და 2013 წლამდე მუშაობდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აშშ-ის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილისა და მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის პოზიციებზე.

დევიდ შარკი ბრუკლინში, ნიუ-იორკშია დაბადებული. ბაკალავრის წოდება ბრუკლინის კოლეჯში, ხოლო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში მიიღო. დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge