png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შემოსავლების სამსახურმა გადასახადებისაგან თავის არიდების სქემა გამოააშკარავა

  • სამართალი
  • 30.05.2016
  • 16:52
შემოსავლების სამსახურმა გადასახადებისაგან თავის არიდების სქემა გამოააშკარავა

შემოსავლების სამსახურმა გამოააშკარავა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი, რომელთა ანალიზი გადასახადებისაგან თავის არიდების გარკვეული სქემის მოქმედებას ადასტურებს.   

კერძოდ, 6 აპრილს, ხობის რაიონის სოფ. ქვალონში, შემოსავლების სამსახურის  საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს ავტომანქანა, რომელსაც ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი (პურ-პროდუქტები) გადაჰქონდა. გამოვლინდა, რომ მეწარმე პირის მიერ ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე არაერთგზის იყო გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებაზე. საქონლის რაოდენობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრებმა მიიჩნიეს, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც ხსენებული ფიზიკური პირის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.  5 მაისს ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით, სადაც აღნიშნავს, რომ არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას, არ აქვს არანაირი სამეწარმეო ურთიერთობა ზემოხსენებულ მეწარმესთან და მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებთან. ვინაიდან, აღნიშნულ ქმედებებში შეინიშნებოდა საგადასახადო რისკები, გადამოწმდა ინდივიდუალური მეწარმის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 25 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 2 079 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები,  რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 67 581 ლარს.       
ანალოგიური ფაქტი გამოვლინდა 21 აპრილს ქალაქ ქუთაისში, ჭაჭავაძის გამზირზე, სადაც  საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის  ოფიცრებმა გადაამოწმეს ავტომანქანა, რომლითაც ხორცილდებოდა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (კვერცხი) ტრანსპორტირება. ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი, რომელზეც იყო გამოწერილი შესაბამისი ზედნადები, არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას და საეჭვოდ მიიჩნევს თავის სახელზე გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს. გადამოწმდა მეწარმე პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 1 706 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 1 987 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 276 868 ლარს.     
ვინაიდან, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ორივე საქმეზე არსებული მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.      

შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადასახადის გადამხდელებს, რომ მსგავსი კანონსაწინააღმდეგო სქემები აზარალებს სახელმწიფოს და პრობლემებს უქმნის ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამასთან, შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აფრთხილებს არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირება აუცილებლად მოხდება და კანონის დამრღვევების მიმართ შემოსავლების სამსახური განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge