png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საფრანგეთი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე იზრუნებს

  • თავდაცვა
  • 08.10.2015
  • 16:56
 საფრანგეთი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე იზრუნებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგასთან ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი შეხვედრა გამართა. ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე იზრუნებს.

არსებითი პაკეტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებაზე იდენტიფიცირებულები არიან პროექტის ლიდერი სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სფეროს სხვადასხვა კომპონენტების გაუმჯობესება- გაძლიერებაზე ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, საფრანგეთი იქნება ქვეყანა, რომელიც საჰაერო სივრცის დაცვის გაუმჯობესებისთვის საქართველოში ექსპერტებს მოავლენს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ ფრანგი კოლეგის დღევანდელი დასტური  იმ აქტიური თანამშრომლობის და პრაქტიკული შედეგების  ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც უახლოეს წარსულში ორ ქვეყანას ჰქონდა.

 „მოგეხსენებათ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ივნისში შევხვდით, როდესაც ხელი მოეწერა ცნობილ ხელშეკრულებებს. მაშინ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ საფრანგეთი გამხდარიყო საქართველოს პარტნიორი ქვეყანა ნატოს კონტექსტსა და ფარგლებში. დღემდე ფრანგები არ იყვნენ წარმოდგენილნი არც ერთ კომპონენტში და ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა. ჟან-ივ ლე დრიანის განაცხადებით, მათ უკვე იმუშავეს ამ თემებზე და მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამაცნეს. საფრანგეთი საჰაერო თავდაცვის სეგმენტში საქართველოს დახმარების კუთხით ლიდერი ქვეყანა გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ ფრანგებს უზარმაზარი გამოცდილება და რესურსები აქვთ და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის, არამედ, მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დღემდე საფრანგეთი ნატოს კონტექსტში, ორმხრივად, საქართველოს პარტნიორთა სიაში არ იყო. არ იყო იმ 15 ქვეყანას შორის, რომელთანაც ჩვენ პრაქტიკული თანამშრომლობა გვქონდა. დღეს მივიღეთ პასუხი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისგან, რომ ამერიკელებისა და გერმანელების მსგავსად ისინიც ხდებიან საქართველოს პარტნიორები. საჰაერო თავდაცვის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის საკითხში საფრანგეთი ხდება ლიდერი ქვეყანა. პოლიტიკურად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მხრიდან. საქართველო-ნატოს ურთიერთობების კონტექსტში  მათი თანამონაწილეობა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ხდება. ასევე, ჩვენ მივიღეთ დაპირება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისგან, რომ მომავალი წლის დასაწყისში ის საქართველოში ჩამოვა, რაც ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი პოლიტიკური დადასტურება იქნება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge