png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნადეჟდა სავჩენკო: იქნებ ოდესმე მეც შევძლო სუხიშვილებთან ცეკვა

  • მსოფლიო
  • 27.05.2016
  • 13:06
 ნადეჟდა სავჩენკო: იქნებ ოდესმე მეც შევძლო სუხიშვილებთან ცეკვა

უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, მის მხარდამჭერ აქციაზე შესრულებული ხორუმის კადრებს იხსენებს:

"როცა ციხეში ერთ-ერთი რუსული არხით გავიგე, რომ სუხიშვილისა და რამიშვილის აკადემიურმა ბალეტმა ჩემს მხარდასაჭერად იცეკვა, იცით, რა გამახსენდა? ერთხელ გამიმართლა და ლვოვში მათ კონცერტზე მოვხვდი, ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, საოცარი სანახაობა და ისეთი ეიფორიული გრძნობები მქონდა, ისე მომეწონა მათი ცეკვა და როცა გავიგე, რომ მე მგულშემატკივრობენ, ისე მომინდა, ეს ყველაფერი მენახა ჩემი თვალით. რუსული არხი ხომ წარმოგიდგენიათ, სულ პატარა ნაწილი აჩვენეს, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ვნახე. ისე მომინდა მათთან ერთად მეცეკვა. გავიფიქრე კიდეც, თუ ისინი ჩემს გამო გამოვიდნენ, იქნებ, ოდესმე მეც შევძლო მათთან ერთად ცეკვა. საოცრად ლამაზია ქართული ცეკვა," - განაცხადა სავჩენკომ.

სამშობლოში დაბრუნებული ნადია სავჩენკო უახლოეს დღეებში პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებს. გავრცელებული ცნობით, უკრაინელი მფრინავი აპირებს, რადაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში შევიდეს.

ის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატად პარტია ბატკივშჩინას სიით 2014 წლის ნოემბრიდან ირიცხება. პეტრე პოროშენკოსთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ ნადია სავჩენკო ფრაქციის წევრებსაც შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე პეტიციაც გამოქვეყნდა, რომელშიც პოროშენკოს სავჩენკოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge