png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თიბისი ბანკი სტუმრებს განახლებულ იპოთეკურ ცენტრს წარუდგენს

  • ეკონომიკა
  • 08.10.2015
  • 15:31
 თიბისი ბანკი სტუმრებს განახლებულ იპოთეკურ ცენტრს წარუდგენს

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თიბისი ბანკი ცენტრალურ ოფისში (ჭავჭავაძის #11-ში) სტუმრებს განახლებულ იპოთეკურ ცენტრს წარუდგენს.

 

კომფორტულ გარემოსთან ერთად ახალ იპოთეკურ ცენტრში მომხმარებელს შეთავაზებების უფრო ფართო და მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება. ცენტრში საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი სამშენებლო პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათმა რიცხვმა 51-ს მიაღწია. ამჟამად იპოთეკურ ცენტრში სულ 1575 გასაყიდი ბინაა წარმოდგენილი.

 

თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს კონსულტანტის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე.

მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლისთვის შეიქმნა იპოთეკური ცენტრის ვებგვერდიც. (http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-center-projects). დღეიდან, დაინტერესებულ პირებს იპოთეკურ ცენტრში მისვლის გარეშე, ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დეტალური ინფორმაციისა და ფოტომასალის ნახვა ონლაინ შეუძლიათ. ხოლო მათ, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, იპოთეკური ცენტრის მენეჯერი სატელეფონო ზარის საშუალებით დაეხმარება. ამისათვის ონლაინ აპლიკაციაში მხოლოდ სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის დაფიქსირება კმარა.

თიბისი ბანკმა პირველი იპოთეკური ცენტრი 2014 წელს გახსნა. დღეს უკვე თბილისში ორი იპოთეკური ცენტრი ფუნქციონირებს (ჭავჭავაძის 11 და იუსტიციის სახლში მდებარე თიბისი ბანკის ფილიალი). ორივე ცენტრში, თბილისში, წყნეთში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის მშენებარე პროექტი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge