png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი, რომ დიასპორა იყოს ჩართული ქვეყნის განვითარებაში

  • პოლიტიკა
  • 27.05.2016
  • 11:48
 გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი, რომ დიასპორა იყოს ჩართული ქვეყნის განვითარებაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში მეორე დიასპორული, პროფესიული ფორუმი მიმდინარეობს.

გაუზიარე გამოცდილება საქართველოს, - ამ სახელწოდების ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობისთვის მისაღწევად განვლილ რთულ გზაზე ისაუბრა.

„გავიარეთ ურთულესი გზა განვითარების, წარმატებების, დაპირისპირების, განვიცადეთ არა ერთი მარცხი და გამოვიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილები. ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა ერთმა გამოიტანა ამ 25 წლის განმავლობაში, ეს არის ერთიანობის აუცილებლობა. ჩვენ პატარა ერი ვართ და არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი. არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო - განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად. ამისათვის ყველა თქვენგანის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, აჩვენონ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

„დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორა იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუნდაც, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, რომელიც იძლევა საშუალებას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობისათვის.

"ასევე ჩვენ დღეს გავხსენით არაერთი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა ბიზნესი წამოიწყონ საქართველოში. არაერთი ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომელიც იქმნება ქვეყანაში და ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, გამოიყენონ მაქსიმალურად იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც ბევრ ჩვენს თანამემამულეს აქვს უცხოეთში, შეცვალონ უკეთესობისაკენ," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა ასევე უცხოეთში ქართული კულტურის კერების შექმნისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge