png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვენეციის კომისიის დასკვნა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე 27 მაისს გახდება ცნობილი

  • პოლიტიკა
  • 24.05.2016
  • 18:18
 ვენეციის კომისიის დასკვნა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე 27 მაისს გახდება ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი სტრასბურგში,  დღეს ვენეციის კომისიის მდივანს და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ერთობლივი საბჭოს ხელმძღვანელს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას შეეხება.

„მუხლობრივად გავიარეთ ეს კანონპროექტი. მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი სერიოზულ რისკებს შეიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულად მუშაობისთვის. გვითხრეს გადაწყვეტილად ის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პარასკევს იქნება.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს შენიშვნები აქვს.  თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა, ცხადია, ეს დაეხმარება მას გადაწყვეტილების მიღებაში“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებული "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცვლილებების შემჭიდროვებულ ვადებში შესწავლის მზადყოფნა წერილით დაუდასტურა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge