png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისათვის

  • პოლიტიკა
  • 24.05.2016
  • 10:04
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისათვის

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში მეორე მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილმა დევნილებთან მიმართებაში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს მოუწია დაეტოვებინა საკუთარი სახლები, მტკივნეული კონფლიქტის შედეგად.

რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიამ და საქართველოს ტერიტორიების შემდგომმა ოკუპაციამ შედეგად მოიტანა იძულებითი გადაადგილების ახალი ტალღა.

საქართველოს მოსახლეობის 10% იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მათ მისაღები საცხოვრებელი პირობები შევთავაზოთ. ამასთანავე, საქართველო ვალდებულებას იღებს გააგრძელოს საცხოვრებელი კომპლექსების შენების პროექტები და საარსებო წყაროს პროგრამები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ დევნილები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს მშვიდობიანად და ღირსეულად უნდა დაუბრუნდნენ.

„საქართველო აგრძელებს ძალისხმევას, რათა შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის, რომლის მიზანია შეამციროს შიდა გადაადგილება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, საქართველომ უკვე მიიღო 3 500 - მდე თავშესაფართა მაძიებელი: ერაყიდან, უკრაინიდან, სირიიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარიდან, სომალიდან - მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის შედეგად.

„ჩვენ ასევე ვგეგმავთ მოვიწვიოთ გარკვეული რაოდენობის დევნილი სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე.

საქართველო პირობას დებს, ერთობლივად იმუშაოს, გაძლიერებული საერთაშორისო სტრუქტურისთვის, პროგნოზირებადი და სამართლიანი პასუხისმგებლობისთვის, ყველა საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებთან შეერთების გზით, რომლებიც აძლიერებენ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს.

ჩვენ ვაგრძელებთ თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვას, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge