png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრეზიდენტი: ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმს საქართველოს ანექსიამდე მივყავართ

  • პოლიტიკა
  • 23.05.2016
  • 16:38
პრეზიდენტი: ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმს საქართველოს ანექსიამდე მივყავართ

"სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ინციდენტის, როდესაც ოკუპანტებმა საქართველოს უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქე ოკუპაციის ხაზთან მოკლეს. 

დღესდღეობით, ჩვენ ვაწყდებით მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მავთულხლართებისა და ღობეების მუდმივ მონტაჟს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილმა ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზეც ისაუბრა.

„ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. მათ არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებსა და ოჯახებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.

ამავე დროს, ის ქართველები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ყოველდღიურად აწყდებიან ჰუმანიტარულ პრობლემებს.

ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები",- განაცხადა პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებებს „ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ" ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რამაც კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია და დაამძიმა ჰუმანიტარული მდგომარეობა.

„სულ ახლახანს, ჩვენ მოწმენი გავხდით ახალი მცდელობისა ჩაატარონ ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი.

ყოველივე ზემოაღნიშნულს მივყავართ ოკუპაციიდან ანექსიამდე. ეს სიტუაცია მოითხოვს საერთაშორისო ჩართულობის გადაუდებელ საჭიროებას, რომ შემცირდეს რუსეთის დაძაბულობა და მოხდეს რუსეთის იძულება შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" ექვს პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო მზადაა მსოფლიო გამოწვევების დაძლევის საკითხებში შეიტანოს საკუთარი წვლილი. საქართველომ უკვე მიიღო 3 500 - მდე თავშესაფართა მაძიებელი: ერაყიდან, უკრაინიდან, სირიიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარიდან,  სომალიდან -  მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის შედეგად.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო გეგმავს საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე მოიწვიოს გარკვეული რაოდენობის სტუდენტები ადგილგადანაცვლებული საზოგადოებიდან.

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს ინიციატივა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ შეზღუდული რესურსების მქონე პატარა ქვეყანა, კონფლიქტებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ტვირთით",  - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ერთგული რჩება და აგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას სამართლიანობის უზრუნველყოფის და დაუსჯელობის აღკვეთის საქმეში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge