png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გოგონათა პირველი ნაკადის მიღებისთვის ემზადება

  • თავდაცვა
  • 23.05.2016
  • 16:38
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გოგონათა პირველი ნაკადის მიღებისთვის ემზადება

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია, მთავარი სერჟანტი იაკობ მარუაშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი ბექა კობახიძე 2016 წლის 16-20 მაისს რუმინეთში, ქალაქ ბრეაზას დიმიტრი კანტემირის სახელობისა და ქალაქ ალბა იულიას მიჰაი მამაცის სახელობის სამხედრო ლიცეუმებში იმყოფებოდნენ.

ორივე ლიცეუმს ევროკავშირის მიერ მინიჭებული აქვს „ევროპული სკოლის“ სტატუსი. ქართულმა მხარემ რუმინული სამხედრო ლიცეუმების მაგალითზე საუკეთესო ევროპული გამოცდილება შეისწავლა. გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული ინტერესის საგანს სასწავლო პროცესსა და საცხოვრებელ გარემოზე დაკვირვება, მატერიალურ-ტექნიკური და საკანონმდებლო ბაზების შესწავლა წარმოადგენდა.

რუმინული სამხედრო ლიცეუმები თავიანთ რიგებში გოგონებს 2001 წლიდან იღებენ. 2016 წლის სექტემბერში საქართველოში კადეტი გოგონების პირველი ნაკადის მიღება ქართულ რეალობაზე ადაპტირებულ რუმინულ გამოცდილებას დაეფუძნება.

მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. 2017 წელს რუმინული მხარე საპასუხო ვიზიტით გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge