png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა

  • პოლიტიკა
  • 23.05.2016
  • 13:25
საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა

"უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში ჰუმანიტარულ სამიტზე 70- მდე ქვეყნის მეთაურს ლიდერთა სეგმენტის დახურულ შეხვედრაზე.

გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივნს ბან კი მუნს და თურქეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული სამიტის ინიცირებისა და ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მსოფლიოს ჰუმანიტარული საკითხების მიმართ გლობალური ყურადღებისაკენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და დევნილთა პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე.

„საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან  ნაცნობია საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩემმა ქვეყანამ კარგად იცის ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ტკივილი.

ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და მცოცავი ოკუპაციის პრობლემა.

რუსეთი მუდმივად ავლებს მავთულხლართებსა და ღობეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, რათა მოახდინოს ხალხის იზოლირება და წაართვას მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება, მიუხედავად მათი სურვილისა.

სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე  მოკლეს საოკუპაციო ხაზთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის დაბრუნების პირველივე დღიდან, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს ქმედება ყოველთვის შეესაბამებოდა ამ ჰუმანიტარული სამიტის სულისკვეთებას.

საქართველო კვლავ რჩება გაეროს მიერ წარმოდგენილი ხუთი ძირითადი ვალდებულების ერთგული. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად ჩვენ ორიენტირებული ვართ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებაზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, თანამშრომლობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს, პირველ რიგში ტერორიზმის, აგრესიისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლებს.

„მხოლოდ ჩვენი ერთობით და ქმედითი თანამშრომლობით, უზრუნველვყოფთ უკეთეს მომავალს მომავალი თაობებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიდერთა სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge