png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არჩილ ხაბაძემ ბთუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

  • პოლიტიკა
  • 21.05.2016
  • 14:48
არჩილ ხაბაძემ ბთუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბთუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სეზონის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე დღე დარჩა . ბულვარის სამივე ალეის ბილიკი 1 ივნისისთვის სრულყოფილად დაგებული და მოწესრიგებული იქნება.

ადგილზე ბულვარის გამწვანებისა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მწვანე ნარგავების გასხვლას და კორდის გაკრეჭას აწარმოებენ, ფეხით სავალ ბილიკებს კი სპეციალური ხსნარით ამუშავებენ, რომ ბალახი არ ამოვიდეს.

მთავრობის თავმჯდომარემ უკვე დასრულებული ბილიკები დაათვალიერა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ბათუმის ბულვარში უკვე დაგებულია სამივე ალეის 840 მ სიგრძის მონაკვეთი.

ფილების დაგების პარალელურად იცვლება ბორდიურები.

ამ დროისათვის მიმდინარეობს დარჩენილი 150 მეტრიანი მონაკვეთების მოპირკეტება სამივე ალეაში.

ფილებით მოპირკეთებაზე ამ დროისათვის 25 ხეკლოსანი მუშაობს. მათი განცხადებით ყველაფრის დაგება მოესწრება მაისის ბოლომდე.

ბულვარის ტერიტორიაზე ისხვლება ხეები. სამუშაოებს ბულვარის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ.

მოპირკეთებულ მონაკვეთებზე იყრება სილა, რაც უზრუნველყოფს დაგებული ფილების სიმჭიდროვეს და ხანგრძლივ მოხმარებას.

ბათუმის სტუმრებს ქალაქის სიმბოლოდ ქცეული კოლონადების მისასვლელიც ახალი ფილებით მოპირკეთებული დახვდება, რომელიც საზაფხულო თეატრის ფერს ბუნებრივად ერწყმის

კომპანია "ლიტონის" ხელმძღვანელმა ლეონიდ ეზიკმა რეგიონის პირველ პირს მიმდინარე სამუშაოების დეტალები პირადად გააცნო, და შეფერხების მიზეზებზეც ესაუბრა.

სეზონისთვის ამზადებენ ბულვარის მოცეკვავე ფანტანებსაც. ადმინისტრაციის ტექნიკური სამსახურის მიერ ფანტანების ავზები გამდინარე წყლით ირეცხება. მოწმდება განათებები და ელექტროობა.

მაისიდან ბულვარში ახალი სასუვენირე დახლებუი განთავსდება. წიგნის ფორმის ჯიხურები ბულვარის ადმინისტრაციამ სპეციალურად დაამზადებინა. ორივე მხრიდან ჯიხურს ამშვენებს წარწერა "ბულვარი 1881" და "ბათუმი"

ბულვარის ტერიტორიაზე სულ 30 ასეთი სასუვენირე დახლი განთავსდება. მომავალი წლისთვის კიდევ რამდენიმე მსგავსი ჯიხურის დამატება იგეგმება.

ბულვარში სუვენირებით მოვაჭრეების ძველი, ვერცხლისფერი რკინის ჯიხურები მწვანე, წიგნის ფორმის გასაშლელი დახლებით ჩანაცვლდება.

ბულვარში ახალი სანაგვე ურნები დაიდგმება. სამი სხვადასხვა ტიპის ნარჩენის გადასაყრელად. სამუშაოების დასრულებისთანავე ნაგვის ურნები და ჯიხურები ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge