png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი სამხედროები გაიხსენეს

  • თავდაცვა
  • 20.05.2016
  • 14:04
ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი სამხედროები გაიხსენეს

ვაკის პარკის მედიათეკაში 1923 წლის 21 მაისს დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ომარ ბეგოიძე და ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშითა და საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ სიტყვით გამოსვლისას მსგავსი ინიციატივის მნიშვნელობაზე, დაღუპული სამხედროების ღვაწლსა და მათი გმირობის ისტორიის გახსენების საჭიროებაზე ისაუბრა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის ქართველი ოფიცრების დახვრეტიდან 93 წელი გავიდა. ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლებამ 1923 წლის 21 მაისს ვაკის პარკის ტერიტორიაზე 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა.

მემორიალური დაფის პრეზენტაციაზე ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები იმყოფებოდნენ. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (არქივთან თანამშრომლობით) ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge