png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

  • პოლიტიკა
  • 20.05.2016
  • 13:44
მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს თავის კოლეგებთან.

19 მაისს, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის, ალბანეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეხვედრებზე განხილული იქნა აღნიშნულ ქვეყნებთან როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პერიოდს და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის საკითხს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ მიროსლავ ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც შესაბამისად უნდა იქნას აღიარებული, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მხრიდან. სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული დახმარების თვალსაზრისით ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიტმირ ბუშატთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა სურვილი სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში გატარებული რიგი წარმატებული რეფორმების სამაგალითო მნიშვნელობა ალბანური მხარისათვის და გამოცდილების გაზიარების მიზნით ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანეკუსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რუმინეთისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონის ფორმატში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებში შავი ზღვის პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში 20 მაისს მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission-RSM) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. სადაც განხილული იქნება ავღანეთში არსებული ვითარება და ნატო-ს მისიის სამომავლო გეგმები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge