png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი ალექსის ციპრასს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 17.05.2016
  • 14:52
 გიორგი კვირიკაშვილი ალექსის ციპრასს შეხვდა

,,უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები და ვფიქრობ, რომ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა კიდევ  უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით“ ,- ამ სიტყვებით დაიწყო საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა ალექსის ციპრასმა შეხვედრა საბერძნეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან.

გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობას მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.  

 შეხვედრაზე ლიდერებმა საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერ–მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის,  ტურიზმის, კულტურის,  განათლების სფეროებში არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას. აღინიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ზრდა ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მიზანია. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების სრულად ათვისებას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.  პრემიერ–მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია.

თესალონიკში გამართულ შეხვედრას საგარეო საქართველოს მხრიდან ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge