png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი ,,სიდ ფორუმ ფონდის“ წარმომადგენელს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 07.10.2015
  • 12:43
დიმიტრი ქუმსიშვილი ,,სიდ ფორუმ ფონდის“ წარმომადგენელს შეხვდა

 

7 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ,,სიდ ფორუმ უკრაინის ფონდის“ დამფუძნებელს დიმიტრი პოდოლიევს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია და სხვა ოფიციალური პირები.         

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით „სიდ ფორუმ ფონდის“ მიერ ინვესტიციების განხორციელების საკითხი საქართველოში.

„სიდ ფორუმ ფონდის“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. მის ძირითად კომპონენტებში შედის ინოვაციური ჰაბის (iHab) ფორმირება საქართველოში. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ე.წ. ,,ქართული სილიკონის ველის“ ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია.

საქართველოს მხრიდან პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს, რომლისთვისაც ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა პრიორიტეტია. იგი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge