png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პასპორტი 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება

  • საზოგადოება
  • 21.09.2015
  • 16:11
საქართველოს პასპორტი 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება. აქციით სარგებლობა 18 წელს მიღწეულ, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.   10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური აქციის პერიოდში 70 ლარი იქნება და განაცხადის მიღებიდან მეათე სამუშაო დღეს გაიცემა.

აქციის მიზანია, საქართველოს მეტმა მოქალაქემ ისარგებლოს გაუყალბებელი ეროვნული სამგზავრო დოკუმენტით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისას, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ, შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობა.

გარდა ამისა, გაუყალბებელი, უსაფრთხო დოკუმენტების გაცემა, მონაცემთა ბაზების დახვეწას და საარჩევნო სიების სრულყოფას უწყობს ხელს, რაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პერმანენტულად ცხადდება სხავასხვა აქციები, რომლის დროსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდ გაიცემა.

დღეისათავის უკვე 2 362 110 მოქალაქე სარგებლობს გაყალბებისგან დაცული პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტებით.

მიმდინარე აქციის პირობები არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ისედაც სარგებლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით. ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთათვისაც პასპორტი გაიცემა უფასოდ. ასევე აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნებიან და პასპორტის ღირებულება შეადგენს 50 ლარს: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა (თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია) და არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქებისთვის.

პასპორტის მისაღებად,   მოქალაქეს განაცხადის ჩაბარება შეუძლია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ექსპრესს საზოგადოებრივ ცენტრებში. პასპორტისათვის საჭირო ბიომეტრიული ფოტოსურათის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.

აღსანიშნავია, რომ აქციის პირობებით სარგებლობის შემთხვევაში, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გარდა, მოქალაქეს გაუუქმდება ადრე გაცემული ყველა სხვა მოქმედი პასპორტი. შეღავათი არ ვრცელდება მეორე და მომდევნო აქტიური პასპორტის გაცემაზეც, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის საფასური 50 ლარს შეადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge