png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დაზარალებულ ცოლ-ქმარს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდებათ

  • სამართალი
  • 13.05.2016
  • 13:26
დაზარალებულ ცოლ-ქმარს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ცოლ-ქმარს ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს 2008 წელს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდებათ, რომელიც  მოიცავს 1 559 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ 1 373 კვ. მეტრ შენობა-ნაგებობას, საცურაო აუზით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2007 წლის 06 ივნისს, ცოლ-ქმარმა ოლღა პავლიაშვილმა და გია გიგუაშვილმა,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, კანონიერად  შეიძინეს შპს ,,აკვაპარკი"-ს 100 % წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა ქ. გორში, სტალინის N11ა-ში მდებარე საცურაო კომპლექსი: 1 559 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საცურაო აუზით.

ამ ფაქტიდან ერთ წელიწადში, 2008 წლის ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც  შპს „აკვაპარკის" ქონება იმჟამინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღო უკანონო დავალება, ოლღა პავლიაშვილისთვის და მისი მეუღლე გია გიგუაშვილისთვის მოეთხოვა აუქციონის გზით შეძენილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემა.

ამ მიზნით, გორის რაიონულ პროკურატურაში, რამდენჯერმე დაიბარეს დაზარალებული გია გიგუაშვილი, რომელსაც პროკურორი დაკავების მუქარით კატეგორიულად სთხოვდა ხსენებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. დაზარალებული, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას.

2008 წლის 17 ივლისს, გორის რაიონულ პროკურატურაში, დაზარალებულმა  გია გიგუაშვილმა, პროკურორის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის თანდასწრებით, ხელი მოაწერა პროკურატურაში შედგენილ ჩუქების ხელშეკრულებას, რითაც მან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი 736 225 ლარის ღირებულების 1559 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 1373.2 კვ.მ. შენობა-ნაგებობით (გორის საცურაო კომპლექსი).

გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებული პროკურორის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.  

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც დაიწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს დაუბრუნდეთ უკანონოდ ჩამორთმეული უძრავი ქონება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge