png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 13.05.2016
  • 11:05
 გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო ყოველთვის გელოდებათ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ქართულ დიასპორას.

საქართველოს მთავრობის მეთაური ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომლის შემდეგ ლონდონში მცხოვრებ ქართველებს ესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მოხარულია ლონდონში ქართული მართლმადიდებლური კულტურის კერის არსებობით.

„არის ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ასეთი ფილმი „სახლი“, რომელიც მოგვითხრობს, აშშ-ში, ქართული ეკლესიის წიაღში, როგორ ნარჩუნდება ქართული ოჯახური ტრადიციები და როგორ იზრდებიან ბავშვები ქართული კულტურის ზეგავლენით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლონდონში არსებობს ქართული მართლმადიდებლური კულტურის ასეთი კერა და არის საშუალება, ქართულმა ოჯახებმა აქ მოიყარონ თავი. საქართველო ყოველთვის  გელოდებათ, თუმცა მე არ გეტყვით, რომ ყველა თქვენგანი დაბრუნებულიყოს, არ ვიცი, ეს რამდენად სწორი იქნებოდა. ბევრი თქვენგანი შეიძლება აქ ცხოვრობდეს, მაგრამ არანაკლებს აკეთებდეს თავისი ქვეყნისთვის. გვიყვარხართ ძალიან და ყოველთვის გელოდებით. ყველა თქვენს ძვირფას ადამიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ბედნიერებას ვუსურვებ“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს, რომელმაც ტაძარი შეისყიდა და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის დიდი საჩუქარი საქართველოსთვის, რაც ბიზნესმენის მხრიდან ქველმოქმედების ერთ+ადერთი მაგალითი არ არის.

საზეიმო პარაკლისის დასრულების შემდეგ, პრემიერი დიასპორის წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში ესაუბრა და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge