png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"ქართული ოცნებისთვის" საკუთარი კვლევა სავალალოა: ოცნება - 10.5%, ნაციონალური მოძრაობა - 11,6%

  • პოლიტიკა
  • 13.05.2016
  • 10:19
 "ქართული ოცნებისთვის" საკუთარი კვლევა სავალალოა: ოცნება - 10.5%, ნაციონალური მოძრაობა - 11,6%

"ქართულ ოცნებას" საკუთარ გამოკითხვებში კვლავ არ უმართლებს. ამჯერად "ჯი-ეიჩ-ენმა" ექსკლუზიურად მოიპოვა "ქართული ოცნების" მიერ 3-5 მაისს ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები, რომელიც მმართველი პარტიისათვის სავალალოა.
კვლევის ამოცანას წარმოადგენდა "ქართულმა ოცნების" მიერ იმის გარკვევა, თუ როგორია რესპოდენტთა მოსაზრება მომავლ მთავრობასთან დაკავშირებით.

რესპოდენტებისათვის დასმული კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული:"რომელი კოალიციური მთავრობა იქნება არჩევნების შემდეგ?"

გამოკითხული 1000 რესპოდენტიდან მხოლოდ 10.5%-ს სჯერა, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას.

"ქართული ოცნების" გამოკითხული რესპოდენტების 11.6% მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას.

კვლევის შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებასთან" 1.1%-ით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ "ქართული ოცნება" სამომავლო კოალიციურ მთავრობაში საკუთარ პარტნიორებად ძირითადად პრპრუსულ ძალებს განიხილავს.

კვლევის დამკვეთის "ქართული ოცნების" მიერ რესპოდენტებისთვის შეთავაზებული სავარაუდო კოალიციების რიგითობა შემდეგი სახით გამოუყურება:

ქართული ოცნება, პატრიოტთა ალიანსი, მრეწველები - ამ სახის კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას უშვებს რესპოდენტების - 12.7%;

ქართული ოცნება, პატრიოტთა ალიანსი, მრეწველები, ბურჯანაძე, ეროვნული ფორუმი - 14,3%;

რაც შეეხება პროდასავლურ ძალასთან ალიანსს, "ქართული ოცნება" ასეთ შესძლო პარტნიორად"რესპუბლიკელებს" განიხილავს და ამ პოლიტიკური ძალებისგან კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვარაუდობს გამოკითხულთა - 12.3%. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირების ყველაზე დაბალი შანსი აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი შანსი პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციის დროს.

რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით:
მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისგან დაკომპლექტებულ მთავრობას ვარაუდობს გამოკითხულთა - 11,6%;

ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები - 12,4%;

ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი - 12,8%;

ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი, რესპუბლიკელები - 13,4%;

როგორც 1-3 აპრილს ჩატარებული შიდაკვლევის დროს, ამჯერადაც გაუგებარი ხდება რა პრინციპის მიხედვით აჯგუფებს "ქართული ოცნება" საკუთარ ან ნაციონალური მოძრაობის პარტნიორებად ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს.

3-5 მაისს გამოკითხვები ჩატარდა თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, მარნეულში, რუსთავში და ოზურგეთში.

ყველაზე ნაკლები ნდობა "ქართულ ოცნებას" აქვს ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, ყველაზე მაღალი მარნეულსა და ოზურგეთში.

ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დაბალი ნდობა აქვს მარნეულსა და ოზურგეთში, ყველაზე მაღალი - ზუგდიდში, ახალციხესა და ბათუმში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge