png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბინის განახლება გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე - 7 შეუდარებელი იდეა

  • ეს საინტერესოა
  • 07.05.2016
  • 07:54
ბინის განახლება გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე - 7 შეუდარებელი იდეა

გთავაზობთ 7 უბრალო და ამავე დროს აუცილებელ იდეას საგაზაფხულოდ/საზაფხულოდ ბინის განახლებისათვის:

კარგად გაანიავეთ ბინა

განახლება დაიწყეთ ბინის/სახლის სისუფთავით. მოაწყვეთ "გრანდიოზული" დასუფთავება. კარგად შეამოწმეთ ყველა ოთახის კუთხე და წერტილი, გაწმინდეთ ფანჯრები. ასევე დაალაგეთ კარადები, უჯრები, გადაარჩიეთ ნივთები...

ფერები განსაზღვრავს განწყობას

ფერთა პალიტრის შეცვლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განწობაზე. ზაფხულის სეზონისათვის საუკეთესოა თბილი და ხასხასა ფერები: ყვითელი, მწვანე, ფირუზისფერი... თუმცა აუცილებლად შეაზავეთ ნაზი ფერის შტრიხებით და თავად ნახავთ როგორ შეიცვლება ატმოსფერო. 

რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს "გლობალურ" ცვლილებებს. ხასიათს ქმნის ისეთი დეტალები, როგორიცაა სამზარეულოს ფარდა, ლარნაკი ყვავილებით, დეკორატიული ბალიშები და ა.შ 

დაე სახლი აყვავდეს!

ეცადეთ სახლში ბევრი ქოთნის ყვავილი გაახაროთ. ალტერნატიული ვარიანტია - ყვავილები ლარნაკში. ცოცხალ ყვავილს რეალური სარგებელი მოაქვს ენერგეტიკისა და სახლის ეკოლოგიისათვის. ყვავილებიან ბინაში ყოველთვის დიდი ოდენობით სისუფთავის შეგრძნება და შთაგონების წყაროა. 

გაზაფხული კედლებზე

გამბედავი და ნიჭიერი ადამიანებისთვის იდეალური ვარიანტია კედლების შეღებვა ან ვინილის დეკორატიული სტიკერები, რომლის მეშვეობითაც თქვენს კედლებზე შესაძლებელია იყოს ყვავილები, ჩიტები, ხეები... ასევე შეგიძლიათ თქვენთვის საუკეთესო ფოტოკოლაჟი გააკრათ მაგიდის თავზე.

საუზმე ბაღში

მომგებიანი გზა იგრძნოთ ბინაში საზაფხულო განწყობა - ისაუზმოთ ბაღში, სახლიდან გაუსვლელად. ხის დაწნილი სკამები, ყვავილებიანი მაგიდის გადასაფარებელი, დიდი ყვავილებიანი ლარნაკი მაგიდის შუაში მოთავსებული,- რა შეიძლება იყოს აგარაკის მშვიდ ატმოსფეროზე უკეთესი? ამიტომ, გააღეთ ფანჯრები, მოიდუღეთ თქვენთვის საყვარელი ბალახეული ჩაი, მოდუნდით და ზაფხულიც თქვენს ფანჯრებთან და თქვენში იქნება!

არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის შესახებ!

მოსაწყენ და ერთფეროვან ჭურჭელს შემატეთ სიხალასე, სასურველია სიჭრელე, - გაახარეთ საკუთარი თავი ჭიქით, რომელსაც ყვავილებიანი პრინტი ექნება, სალათისფერი თეფშებით... ისეთ განწყობას შეგიქმნით ფერადი ჭურჭელი, რომ თავადაც გაგიკვირდებათ.

ეკონომიური ცვლილებები

თუ ფიქრობთ, რომ ბინის დეკორი ძვირი დაგიჯდებათ, ძალიან ცდებით! ნამდვილი "აღმოჩენა" შეიძლება ცხვირწინ გქონდეთ, ან სულაც ძველ სკივრში, ანტრესოლზე, წინდებით მოვაჭრე ბებიასთან. 

გარდა იმისა, რომ საკმაოდ ბევრ მაღაზიას აქვს დიდი არჩევანი ხარისხიან და ამავე დროს ხელმისაწვდომ ნივთებზე ინტერიერისათვის, საუკეთესო და საინტერესო ნივთები ხშირად ჩვენს სახლებში ინახება, რომელსაც მცირედი "ხელის შევლება" ორიგინალურ და საყვარელ ავეჯად აქცევს. მთავარია შეამჩნიოთ! 

გაზაფხული/ზაფხული საუკეთესო დროა განახლებისა და ცვლილებებისათვის, ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ერთად განვაახლოთ ბინები.

თუ თქვენი განსაკუთრებული მეთოდები გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge