png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

NBA და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ ტურნირს „JR.NBA - GBF ლიგა"

  • სპორტი
  • 06.05.2016
  • 17:17
 NBA და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ ტურნირს  „JR.NBA - GBF ლიგა"

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ ტურნირს სახელწოდებით ", „JR.NBA - GBF ლიგა", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ იქნება დაფინანსებული. 

ამასთან, NBA მოგვიანებით უხელმძღვანელებს კემპს ზაზა ფაჩულიასთან ერთად, რომელიც „დალას მავერიქსის" ღირსებას იცავს. ტურნირი 2004-2005 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართება როგორც ვაჟებით, ისე გოგონათა მიერ დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.

6 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართა ტურნირის მონაწლე გუნდების კენჭისყრა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატება უსურვეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილეებთან - შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ასევე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს დაუჭერს Jr.NBA-ს ლიგის ჩამოყალიბებას, რომელიც სათავეს უდებს ახალ ინიცივატიას და თანამშრომლობას NBA-სა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შორის, რომელსაც უკვე 80-ზე მეტი სპორტის დესპანი ჰყავს და ახორციელებს ამ პროგრამას მსოფლიოს გარშემო 50 ქვეყანაში 2005 წლიდან მოყოლებული.

პირველი „ JR.NBA - GBF ლიგა", ჩატარდება 6 ქალაქში: ბათუმი, გორი ქუთაისი, თბილისი, თელავი და მოიცავს 30 საკალათბურთო სკოლას. „ JR.NBA - GBF ლიგა", თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღებს შესაბამისი კლუბის მაისურებს. ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამა მოიცავს ფუნდამენტალურ საფუძვლებს, ასევე თამაშის მთავარ ფასეულობებს, რომლებიც თავის მხრივ ეხმარება მომავალ კალათბურთელებს, ასევე მწვრთნელებსა და მშობლებს, გაიღრმავონ სათამაშო ცოდნა და გამოცდილება. მსოფლიოს 34 ქვეყნის მასშტაბით 2015-2016 წლების სეზონის ჯუნიორ ნბა-ში მონაწილეობას იღებს 6.5 მილიონი ბავშვი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge