png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი მღებრიშვილი გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 04.05.2016
  • 15:17
გიორგი მღებრიშვილი გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს, მათ შორის, ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესტურის მონაწილეებს ბერლინსა და გერმანიის ფედერალურ მიწებზე თავისი პირველი სამუშაო ვიზიტის შედეგები გააცნო.
გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, „დანაშაულს უნდა დავუპირისპიროთ ერთობლივი პრინციპული პოზიცია. ჩემმა გერმანელმა კოლეგებმა იციან, რომ ჩვენი მხრიდან მათ ჰყავთ ოპერატიული, საიმედო პარტნიორები, რომლებიც უმოკლეს ვადაში, ნებისმიერ დროს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. ინფორმაცია კი მთავარი იარაღია კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში.“
გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებულ იმპლემენტაციაზე, ასევე, შსს-სა და ევროპოლს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და გერმანელ ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნებში შსს-ს პოლიციის ატაშეების საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან საქართველოს უკვე დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
შს მინისტრმა გერმანული მედიის წარმომადგენლებს სამინისტროში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული პოლიცია, დნმ-ის მონაცემთა ბაზების შექმნა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა.
გერმანელმა ჟურნალისტებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებებს, მათ შორის, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კუთხით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge