png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზაზა ხატიაშვილი ჟურანლისტ შალვა რამიშვილის მიმართ განხირციელებული ძალადობის გამო ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

  • საზოგადოება
  • 04.05.2016
  • 13:52
ზაზა ხატიაშვილი ჟურანლისტ შალვა რამიშვილის მიმართ განხირციელებული ძალადობის გამო ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედი“-ს ერთ-ერთმა სახემ, ცნობილმა  ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც სავარაუდოდ მასზე,  როგორც ჟურნალისტზე, ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორის გიორგი ბახტაძის  მიერ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს ადასტურებს.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჟურნალისტ რამიშვილზე განხორციელებული ზეწოლა უკავშირდებოდა  საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წარსულის მქონე პიროვენების, ლევან მურუსიძის სავარაუდო ლობირებას ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორის გიორგი ბახტაძის  მხრიდან. მაშინ, როდესაც  სამოქალაქო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ვითხოვდით ხმა  არ მიეცათ ლევან მურუსიძის მოსამართლედ  დანიშვნისთვის, ტელეკომპანია „იმედის“  დირექტირი, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით,  ლევან მურუსიძეს  ლობირებდა. რაც გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს.

ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა რამოდენიმე დღის წინ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და   მასზე, როგორც ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე გამოძიება მოითხოვა. მან, პროკურატურას,   მის და გიორგი ბახტაძის მიმოწერა წარუდგინა. ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორი გიორგი ბახტაძე არ უარყოფს მიმოწერას შალვა რამიშვილთან და აღნიშნულს   ჩვეულებრივ კომუნიკაციად მიიჩნევს .

მოვითხოვ, სასწრაფოდ დაიწყოს სისხლის სამართლებრიცი დევნა იმ პირების მიმართ, ვინც ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართ ზეწოლას ახორციელებდა და ღიად ერეოდა მის ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაში. მოვითხოვ, სასწრაფოდ დაიკითხოს ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორი გიორგი ბახტაძე, რომელმაც უნდა  ახსნას თუ რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ  მოწვეული ტელეკომპანიის ეთერში ლევან მურუსიძის  მიმართ კრიტიკულად განწყობილი  პირები: ზაზა ხატიაშვილი და  საიას წარმომადგენლები. მოვუწოდებ  პროკურატურას, სასწრაფოდ გაარკვიოს საიდან ჰქონდა ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ  წევრების შესახებ, რომლებიც უნდა მოეწვია ჟურნალისტ შალვა რამიშვილს  თავის გადაცემაში, კონკრეტულად  თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი ტყავაძე.  საიდან იცოდა გიორგი ბახტაძემ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების  ტელეფონის ნომრები. საიდან იცოდა,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაუსვამდნენ თუ არა კრიტიკულ კითხვებს ლევან მურუსიძეს. ვის უკავშირდებოდა ტელეფონით ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორი, შალვა რამიშვილთან მიმოწერის მომენტში და ვისგან იღებდა დირექტივებს.

მოვუწოდებ საქართველოს მთავარ  პროკურატურას აწარმოოს  ეფექტური გამოძიება ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართ განხორცილებულ  ზეწოლის ფაქტთან მიმართებაში.

შალვა რამიშვილის მიერ წარმოდგენილი მომოწერა ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორთან, სავარაუდოდ, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის (ჟურნალისტისთივს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ) და სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

ჟურანლისტ შალვა რამიშვილზე განხორცილებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება დაიცავს სხვა ჟურანლისტებს ანალოგიური ზეწილისგან. თუ პროკურატურა არ გამოიძიებს შალვა რამიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს, მაშინ ჟურანლისტებთან ანალოგიური ურთიერთობა  დასაშვებად ჩაითვლება,  რაც  ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტის ინსტიტუტს მოსპობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge