png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მებაჟე ოფიცრებმა საიუველირი ნივთების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

  • სამართალი
  • 04.05.2016
  • 12:29
მებაჟე ოფიცრებმა საიუველირი ნივთების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

38 ათას ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს 26 აპრილს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 237,78 გრამი საქონელი, სომხეთის მოქალაქე ა.პ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზედათვალიერების შედეგადაღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ოქროს ნაკეთობების დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის ფაქტები გამოვლინდა ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. 27 აპრილს,მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე ბოდისკანერითა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო წონით 285,91 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს საქართველოს მოქალაქე ნ.თ.-ს, ხოლო 30 აპრილს, საერთო წონით 259,58 გრამი დამალული ოქროს ნაკეთობები უპოვეს აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ბ.-ს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა,შესაბამისად, 16349,57 და 16764,58 ლარი.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

27 აპრილს მსგავსი ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. ავტომობილში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ა.ს. მართავდა, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსნაკეთობები - საერთო  წონით 569,05 გრამი - და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები- საერთო წონით 6499,21 გრამი - აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 37096,33 ლარი.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge