png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების 2016 წელსვე განხორციელებას" - ფიქრია ჩიხლაძე

  • პოლიტიკა
  • 28.04.2016
  • 18:14
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების 2016 წელსვე განხორციელებას" - ფიქრია ჩიხლაძე

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ 2016 წელსვე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას“ , - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობაში, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია აქტიურად იყო ჩართული.

,,ეს საკითხები უდავოა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი პარლამენტისთვის. იცით, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ჩართული იყო ამ საკითხზე, როდესაც დებატები და დიალოგი მიდმინარეობდა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პრეზიდენტმა. მან  ხელი შეუწყო კონსენსუსის ჩამოყალიბებას არსებული სისტემის უფრო სამართლიანი სისტემით ჩანაცვლების თაობაზე. ამ იდეას არ ეწინააღმდეგება არც მმართველი გუნდი, უბრალოდ მათი პოზიცია, 2020 წელს ხდებოდეს ეს ყველაფერი. ჩვენ ვემხრობით თავდაპირველ ვერსიას, რაზედაც არსებობს სრული კონსენსუსი. უბრალოდ ვამბობთ, რომ არ ღირს, ოთხი წელი დავუკარგოთ საქართველოს, ქართულ დემოკრატიას და არ განვახორციელოთ ის, რაც უმჯობესად გვეჩვენება ქართული სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, დღეს სხვა პოლიტიკური რეალობაა და კოალიციის წევრები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ მხარი დაუჭირონ საარჩევნო კოდექსში 2016 წელს ცვლილებების შეტანას.

„დრო ცოტა რჩება, მაგრამ იმისთვის საკმარისი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს რეალურად განხორციელდეს“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge