png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სერჟანტთა მომზადების ცენტრის კურსების გამოშვება

  • თავდაცვა
  • 28.04.2016
  • 15:29
სერჟანტთა მომზადების ცენტრის კურსების გამოშვება

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ოცეულის სერჟანტთა შუალედური და სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსები დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე დაესწრო და კურსდამთავრებულებს წვრთნების დასრულება მიულოცა.

საზეიმო ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები.

ოცეულის სერჟანტთა შუალედური კურსი 45-მა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. სწავლება 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სერჟანტთა მომზადების ძირითადი სასწავლო კურსი კი, 85-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. 12-კვირიანი პროგრამის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა საცეცხლე და სამწყობრო მომზადება, თავდაცვის, თავდასხმისა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს. კურსი მეთაურობის, ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშებისა და საპატრულო ოპერაციების შესრულებასაც მოიცავდა.
საზეიმო ცერემონიალი სერტიფიკატების გადაცემით გაგრძელდა. შემდეგ კი, კურსდამთავრებულები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ დალოცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნებიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge