png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თიბისი გალერეამ ფესტივალის - „თბილისი -2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ კონცერტს უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 28.04.2016
  • 10:32
თიბისი გალერეამ  ფესტივალის  - „თბილისი -2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ კონცერტს უმასპინძლა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, თიბისი გალერეაში ყოველწლიური ფესტივალის, „თბილისი -2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ კონცერტი გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ შტრაუსის, ალექსანდრ სკრიაბინის, კარლჰაინც შტოკჰაუზენისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა.  კონცერტზე მაყურებელმა  ნიკოლა ვერენის ინსტალაციასაც იხილა ოპერიდან  „უშბა და თეთნულდი“.

„თანამედროვე მუსიკის საღამოები“  საქართველოში  2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება.  წელს   ფესტივალი  პროექტის,  Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

„თანამედროვე მუსიკის საღამოები“ საქართველოში უკვე მე-12 წელია მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. საერთაშორისოდ აღიარებული  თანამედროვე მუსიკის ანსამბლების მონაწილეობით ქართველი მსმენელი ეცნობა მსოფლიო მუსიკის მიღწევებს და იღებს ინფორმაციას თანამედროვე მუსიკალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

 ფესტივალში სისტემატურად მონაწილეობენ კონსერვატორიის წამყვანი პროფესორები, სტუდენტები, თანამედროვე მუსიკის ანსამბლები და სოლისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან  და ა.შ.

ბოლო წლებში  ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა რუსმა პიანისტმა ალექსეი ლიუბიმოვმა, გერმანელმა დირიჟორმა ჟოლტ ნადმა, ფრანგმა მსახიობმა სედრიკ ტიოლემ, ასევე კომპოზიტორებმა: ფრანსუა-ბერნარ მაში, იზაბელ მუნდრი, ფილიპ იურელი, იოსებ ბარდანაშვილი, დან იუხანსი, ჰანს ტუჩკუ, რომლებმაც ლექციები წაიკითხეს და მასტერკლასები  ჩაატარეს კონსერვატორიის სტუდენტებისთვის.

წელს „თანამედროვე მუსიკის საღამოები“ 26 მარტს დაიწყო და 9 მაისამდე გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge