png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ოთარ დანელია გურიაში სამინისტროს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 24.04.2016
  • 12:52
ოთარ დანელია გურიაში სამინისტროს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და  გურიის მხარის გუბერნატორმა,  გია სალუქვაძემ  დაბა ანასეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“, რომელსაც საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს,  დასავლეთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდება. უახლოეს მომავალში დაიწყება ანასეულის ლაბორატორიის  თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.   ცენტრში  კვლევებისა და დიაგნოსტიკის ჩატარების გარდა, ჩაისა და  სხვა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი სუბტროპიკული კულტურებისთვის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებიც მოეწყობა. ასევე დაგეგმილია  ჩაის სანერგე მეურნეობის მოწყობა, სელექციური ჯიშებისა და კლონების შეგროვება და მცენარეთა გენეტიკური ბანკის შექმნა.

ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა  სურსათის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის რეგიონული ოფისიც დაათვალიერეს, სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ  და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის რეგიონული სამსახურის ახალი შენობა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აშენდა  და გასულ წელს გაიხსნა. რეგიონის   მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს მომსახურება ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით. სამსახურში დასაქმებულია 17 ადგილობრივი სპეციალისტი, რომლებიც  მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. მათი რეკომენდაციების საფუძველზე, რეგიონის 50-მდე საბავშვო ბაღის კვების ბლოკში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაუმჯობესდა პირობები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების  მიერ,  დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიის რეგიონში გავრცელებული საშიში მავნებლის ამერიკული თეთრი პეპალის წინააღმდეგ ჩატარებული ფარტომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, მავნებლის გავრცელება მინიმუმამდეა შემცირებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხორციელდება გურიის რეგიონში არსებული  4 სასაკლაოს მონიტორინგიც. შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე ვეტერინარული ზედამხედველობით დაკლული, უვნებელი ხორცის წილის გაიზარდა.

,,სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით იზრდება ტურისტების რაოდენობაც. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი სურსათის არსებობის უზრუნველყოფისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართული მუშაობა აუცილებელია“, -აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე  იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge