png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თავდაცვის სამინისტროს გუნდი პისტოლეტიდან სროლის ტურნირში გამარჯვებულია

  • თავდაცვა
  • 22.04.2016
  • 18:10
თავდაცვის სამინისტროს გუნდი პისტოლეტიდან სროლის ტურნირში გამარჯვებულია

საქართველოს სამსახურებრივი გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო (9 მმ-იანი) იარაღიდან სროლაში ნინო სალუქვაძის სასროლეთზე საქართველოს პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა შეჯიბრებაში პირად-გუნდური პირველობა და, შესაბამისად, ტურნირის გარდამავალი თასი მოიპოვა.

ტურნირისთვის, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურების გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების საუკეთესო მსროლელები შეარჩიეს. ქართველ სამხედროებს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორი, მასტერ სერჟანტი ალექსი ტაბატაძე ხელმძღვანელობდა.

ტურნირში მონაწილე გუნდები პირველობისთვის ორ სახეობაში, სპორტულ (გუნდური) და ტაქტიკურ (ინდივიდუალური) სროლებში ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრებას სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა, მთავარი მსაჯის სტატუსით კი ტურნირზე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი ვახტანგ სალუქვაძე იმყოფებოდა. მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.

ტურნირში გამარჯვებული თავდაცვის სამინისტროს პირად-გუნდური შემადგენლობა ოქროს მედლებით და ჩემპიონატის თასით დაჯილდოვდა.
შესაბამისი მედლები და სიგელები გადაეცათ ასევე ტაქტიკურ სროლაში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეებს: პირველი ადგილი გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის პირადი დაცვის სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორმა, სერჟანტმა გიორგი გოგოლაურმა მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა; მეორე ადგილზე გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის პირადი დაცვის სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორი, მაიორი ზურაბ მჭედლიშვილი გავიდა, ხოლო, მესამე ადგილის მფლობელი გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის პირადი დაცვის სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორი, პოლკოვნიკი ნიკა ლოლაძე გახდა.

სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ ასევე მეორე ადგილზე გასული ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები. სპეციალური პრიზით და ოქროს მედლით დაჯილდოვდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 94 წლის ვეტერანი ტარას იჩქიტიძეც, რომელიც ტურნირზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

საქართველოს სამსახურებრივი გამოყენებითი სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში ტურნირი მესამედ იმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტურნირის ორგზის ჩემპიონია. შარშან თავდაცვის სამინისტრომ ტურნირზე პირველი ადგილი და ჩემპიონატის გარდამავალი თასი მოიპოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge