png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ყოფილი მაღალჩინოსნების კრიმინალური აქტივობის მემკვიდრობასთან გამკლავებაა

  • პოლიტიკა
  • 21.04.2016
  • 17:44
 პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ყოფილი მაღალჩინოსნების კრიმინალური აქტივობის მემკვიდრობასთან გამკლავებაა

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა  ყოფილი მაღალჩინოსნების კრიმინალური აქტივობის მემკვიდრობასთან გამკლავებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. მისივე თქმით, 2007 წლიდან, საქართველოში ცხოვრება მოსახლოების უმეტესი ნაწილისთვის ღამის კოშმარად იქცა.

„ჩვენ გვქონდა წარსულ დარღვევებთან დაკავშირებით 20 ათასი საჩივარი. საქართველოს 300 ათასი მოქალაქე სასამართლო დევნის მსხვერპლი იყო. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს ერიდებოდა წინა ხელისუფლების მიერ მიღწეული პროგრესისა და პოზიტიური მემკვიდრეობის აღიარება. თუმცა უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრება მოსახლოების უმეტესი ნაწილისთვის ღამის კოშმარად იქცა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ზოგიერთმა შესაძლოა თქვას, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები გვყავს, თუმცა მე ვიტყვი, რომ ჩვენთან კანონის უზენაესობაა და არავინ დგას კანონზე ზემოთ.

„2012 წლიდან სასამართლო პროცესების გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად ჩვენ გავხსენით სასამართლო სხდომები საზოგადოებისთვის და მედიისთვის. ყველას შეუძლია,  თვალი ადევნოს მაღალი ინეტერსეის მქონე სასამართლო საქმეების მიმდინარეობას. გენრალურმა პორკურორმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები და პროკურორები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, რათა ჩამოყალიბებულიყო მრჩეველთა სპეციალური საბჭო. მრჩეველთა საერთაშორისო პანელმა დაადგინა, რომ გენერალური პორკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო ლეგალური და საკამრისი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლო დევნის დასაწყებად. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვიხარია ვინმეს ციხეში ნახვა, თუმცა ეს კვლავ ადასტურებს, რომს აქართველოში არავინ დგას კანონის მაღლა”, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge