png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერებათა ფესტივალი ჩატარდა

  • საზოგადოება
  • 19.04.2016
  • 12:33
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერებათა ფესტივალი ჩატარდა

16 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში ჩატარდა მეცნიერებათა ფესტივალი  —  მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრის - ერთად“ ხელმძღვანელობით.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლები სხვადასხვა რეგიონებიდან და სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელები. ასევე, სტუ-ს პირველი კურსის სტუდენტები.

პროექტის პირველი ნაწილი დაეთმო სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების  მოხსენებებს:

  1. ზურაბ გასიტაშვილი-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, „მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“;
  2. ელგუჯა მეძმარიაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი, „ექსტრემალური ინჟინერია კოსმოსში და დედამიწაზე“;
  3. ვახტანგ კვარაცხელია- ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, გამოთვლითი მათემატიკა - გამოწვევები, პერსპექტივები“;
  4. აკაკი გიგინეიშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ფიზიკა- ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველი“;
  5. ლევან იმნაიშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „რატომ უნდა დავეუფლოთ კომპიუტერულ ინჟინერიას?“
  6. გია არაბიძე- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი, „საქართველოს ენერგეტიკა და პერსპექტივები“;
  7. ოლეგ ნამიჩეიშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი, „ბაზელის პრობლემა“;
  8. ავთანდილ ჯანჯღავა- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი, „ინფორმაციულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და ჩვენ - სტუდენტები“.

აღსანიშნავია,  ასევე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის - კენეთ უოლშის მოხსენება -„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია საქართველოში”, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტების თანამშრომლობის შესახებ.

 

ლანჩის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები. კერძოდ, საინჟინრო ფიზიკის; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის; ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტისა და სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები. ასევე, გაეცნენ სტუ-ს კერამიკოსთა შემოქმედებას.

პროექტი დასრულდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიის „მოდი ნახე“ გახმაურებული სპექტაკლით - „ჰელადოს“.

აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა მაღალ დონეზე და დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმართა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან. რეგიონების სკოლებთან დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge