png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში ლიტველი სამხედრო ექსპერტები ჩამოვიდნენ

  • თავდაცვა
  • 19.04.2016
  • 10:47
 საქართველოში ლიტველი სამხედრო ექსპერტები ჩამოვიდნენ

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დამკვირვებელ-შემფასებელთათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში ლიტველი სამხედრო ექსპერტები ჩამოვიდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლიტველ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და ლიტვის ელჩი საქართველოში გედრუს პოჯუნასი დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, ცენტრის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან, ვიცე-პოლკოვნიკი ოლე ქრისტიან ემაუსი და ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დანიუს კატილიუსი.

უცხოელ სტუმრებს მინისტრის მოადგილე მიესალმა და მათ წარმატებული ვიზიტი უსურვა. „ლიტვიდან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოფრენა - ეს არის სწორედ ნათელი დადასტურება მეტი ნატო საქართველოში. ლიტველმა თვითმფრინავმა ჩამოგვიყვანა სამი ლიტველი მრჩეველი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ერთი კვირის განმავლობაში დაეხმარება. ასევე, სპეციალური სამხედრო ტვირთი ჩამოიტანა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ლიტვის ხელისუფლებას და მის სამხედრო ძალებს,“ - აღნიშნა დავით ებრალიძემ. 

სამი დღის განმავლობაში ლიტველი სამხედრო ექსპერტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველ დამკვირვებელ-შემფასებლებს გამოცდილებას გაუზიარებენ, თუ როგორ უნდა წარმართონ ტრენინგები და განახორციელონ სამხედრო სწავლების შეფასება. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართულ მხარეს მაისში წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაგეგმილ სწავლებაში გამოადგებათ.

„მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს ჩვენ ქართველ მეგობრებს გამოცდილება გავუზიაროთ. ქართულ მხარეს წვრთნებისთვის დახმარებაც გავუწიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ლიტვა ჩართულია უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ამ ინიციატივის ერთ-ერთი მიმართულებაა. ასე რომ, ნამდვილად გახარებული ვარ ქართველი მეგობრების დახმარებით,“ - განაცხადა ლიტვის ელჩმა საქართველოში გედრუს პოჯუნასმა. 

ლიტველმა ექსპერტებმა საქართველოში საველე პირობებში წვრთნების დროს საჭირო   „მშრალი კვების“ (Meals Ready to Eat) ყუთებიც ჩამოიტანეს,  რაც ლიტვა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაშია გაწერილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge