png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დღევანდელი დღის მთავრი სლოგანია: მასწავლებლების გაძლიერება, მდგრადი საზოგადოების შენება!

  • საზოგადოება
  • 05.10.2015
  • 17:34
დღევანდელი დღის მთავრი სლოგანია: მასწავლებლების გაძლიერება, მდგრადი საზოგადოების შენება!

დღევანდელი დღის მთავრი სლოგანია: მასწავლებლების გაძლიერება, მდგრადი საზოგადოების შენება!  თუ გვაქვს სურვილი, გვყავდეს ძლიერი საზოგადოება და განათლებული მომავალი თაობა, ხელისუფლების ვალია დაგეხმაროთ თქვენ და შეგიქმნათ პირობები, რათა იყოთ მოტივირებულები, მაქსიმალურად გადასცეთ ცოდნა მოსწავლეებს,-ასე მიმართა პედაგოგებს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

მთავრობის მეთაურმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მომავალი, მისი  განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული.

„ჩვენი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში თქვენი როლი განუზომელია. დღის ერთ ნაწილს მოსწავლე ატარებს სკოლაში, მის მეორე ოჯახში და დანარჩენ ნაწილს შინ. ამიტომ მინდა აღვნიშნო თქვენი როლი ბავშვის აღზრდაში. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ხელფასების ზრდას, მათი მოტივაციის გაზრდას. მასწავლებელია მთავარი შთაგონების წყარო. საკუთარი მაგალითით ვიტყვი, რომ მყავდა პედაგოგები, რომელთაც ძალიან შემაყვარეს საგნები. მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული. მე მქონდა სიხარულის განცდა, როდესაც გაკვეთილს ვაბარებდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს, რადგან ვიცოდი, რომ მის გაკვეთილზე მეტს ვისწავლიდი. მაგრამ, იყვნენ პედაგოგები, რომელთა გაკვეთილების მოსმენაც ნაკლებად საინტერესო იყო ჩვენთვის,“–აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, მასწავლებლების საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა  2013 წლიდან დაიწყო. 2015-2016 სასწავლო წელს  საბაზო ხელფასის 65%-იანი ზრდა დაფიქსირდება და  მასწავლებლის საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება.

„კარგად მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მასწავლებელმა იფიქროს მხოლოდ ერთზე–მისცეს მაქსიმალური ცოდნა  ჩვენს მომავალ თაობას და ღირსეული თაობა აღგვიზარდოს. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 617 მილიონი, წელს  იგი 840 მილიონია, გაისად კი 975 მილიონი ლარი იქნება. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით მასწავლებელთა ხელფასების 65%–იანი ზრდა. მეცნიერებზეც მინდა ვთქვა, რომელთა ხელფასები გავზარდეთ 2,5 ჯერ. განათლების მიმართულებით სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ. 10 ახალი სკოლა შევმატეთ საქართველოს, 8 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს და 1069 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე შეგახსენებთ, რომ 21 ფაკულტეტზე სწავლა გახდა უფასო და 12 ათასი სტუდენტი სწავლობს უფასოდ. 1150 სკოლის ტრანსპორტით მომსახურებას ვახორციელებთ და 500 000 მოსწავლის სასკოლო სახელმძღვანელობით უზრუნველყოფას ვახდენთ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საჭიროა მასწავლებლის პროფესია  უფრო მეტად საამაყო და პრესტიჟული გახდეს. მანვე მოუწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მომავალ წელს მასწავლებელთა პროფესიული დღე მეტი პომპეზურობით აღინიშნოს.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge