png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საპარლამენტო უმცირესობა ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას კატეგორიულად ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 18.04.2016
  • 17:44
 საპარლამენტო უმცირესობა ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას კატეგორიულად ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას კვლავ ითხოვს. ბიუროს სხდომაზე ენმ-ის წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად მოითხოვს სუს-ის ხელმძღვანელი გამოცხადდეს და პარლამენტს კანონის შესაბამისად ჩააბაროს ანგარიში.

,,უკვე დიდი ხანია გვესმის, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გადაულახავი სურვილი აქვს, რომ მოვიდეს პარლამენტში და ვერანაირად ვერ მოაღწია, ამიტომ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. გაუგებარია, რა გვიშლის ხელს, თუ მითუმეტეს, მასაც აქვს სურვილი, რომ მოვიდეს. ისე, ეს მის სურვილზე არც არის დამოკიდებული, მას კანონით ევალება ეს და ამდენი ხანი უნდა მოსულიყო. რატომ არ უნდა ჩავატაროთ ეს მოსმენა შემდგომ საპარლამენტო სასესიო კვირას, მაშინ როცა ორი სასესიო კვირა უკვე გააცდინა ამ ადამიანმა და არ მოხერხდა მისი კანონით გათვალისიწინებული ანგარიშის მოსმენა? ვფიქრობ, აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნება ამ პროცესის კიდევ უფრო მეტად გაჭიანურება და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანი გამოცხადდეს და პარლამენტს კანონის შესაბამისად ჩააბაროს ანგარიში“, - განაცხადა ბარამიძემ. 
ვახტანგ გომელაურთან კომუნიკაციისა და პარლამენტში სტუმრობის ზუსტი თარიღოს განსაზღვრის პირობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დადო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge