png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ომბუდსმენმა შშმ პირთა მიერ პარკირების სპეციალური სადგომებით სარგებლობის შესახებ მოსაზრება წარადგინა

  • საზოგადოება
  • 18.04.2016
  • 13:33
 ომბუდსმენმა შშმ პირთა მიერ პარკირების სპეციალური სადგომებით სარგებლობის შესახებ მოსაზრება წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ პარკირების სპეციალური სადგომებით სარგებლობის შესახებ საქმის განმხილველ სასამართლოს ”სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება წარუდგინა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ”სასამართლოს მეგობრის” მოსაზრების წარდგენა საქართველოს სახალხო დამცველს ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ და მოქალაქე კ.ნ.-მ. სთხოვეს. 
მათივე ინფორმაციით, არსებული რეგულაციით, შშმ პირთა პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შშმ პირებს, რომელთა მიმართაც გაიცა სპეციალური საცნობი ნიშანი და ამ მხრივ არსებობს გარკვეული ხარვეზები, სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას კი შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შშმ პირთა მიზნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ნორმატიული ბაზის შექმნაში.
”განმცხადებელები მიუთითებდნენ, რომ თბილისის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ პარკირების სპეციალური სადგომებით სარგებლობაში დისკრიმინაციული ხელშეშლა არაპროპორციულად ზღუდავს იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების უფლებას, რომელთაც არ ჰყვათ საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება. 
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მუნიციპალიტეტების საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, დგომის/გაჩერების წესების რეგულირება, პარკირების ნებართვისა და საშვების გაცემა. 
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არსებული რეგულაციით, შშმ პირთა პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შშმ პირებს, რომელთა მიმართაც გაიცა სპეციალური საცნობი ნიშანი და ის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა. ამასთან, საცნობი ნიშანი შესაძლებელია გაიცეს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორიებზე.
თბილისის ანალოგიური რეგულაციები არის დაწესებული სხვა მუნიციპალიტეტებში: რუსთავი, ბათუმი, ფოთი, გორი, ზუგდიდი, თელავი და სხვა. 
ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება შშმ პირთა საჭიროებებს, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებასა და თავისუფალ განვითარებას, სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შშმ პირთა მიზნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ნორმატიული ბაზის შექმნაში. 
სახალხო დამცველმა შეისწავლა და სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ასახა ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში მოქმედი რეგულაციები და დამკვიდრებული პრაქტიკა, მათ შორის: ავსტრალია, ბელგია, დანია, ესტონეთი, ირლანდია, საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, ჰოლანდია და სხვა”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge