png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი აბაშიშვილი „აისი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 16.04.2016
  • 12:58
გიორგი აბაშიშვილი „აისი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე, დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

ლეგიონერებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მათ მიერ პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული და სამომავლო საქმიანობა გააცნეს.

პრეზიდენტის მრჩევლის ალექსანდრე ბარბაქაძის განცხადებით, მაშინ როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიონალიზმზე აკეთებს აქცენტს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება, რომ ახალგაზრდები საკუთარი ნება-სურვილით ისწრაფვიან სამხედრო საქმისაკენ.

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის პროექტი „მოზარდების დაწყებითი სამხედრო და სალაშქრო მომზადება’’ უკვე მეორე წელია საქათველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 2015 წელს პროექტის ფარგლებში ლეგიონმა შეიძინა 25-მდე დასახელების, სხვადასხვა დანიშნულების ხელსაწყო და ეკიპირების შემადგენელი; ჩაატარა ლექციები, გამართა ლაშქრობები, დაბეჭდა ფერადი რუკები, ტოპოგრაფიის მასალები და საინფორმაციო ფლაერები; ასევე შეირჩა ის კანდიდატები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ლეგიონის საბაზისო კურსებსა და ეროვნულ ბანაკს 2016 წელს გაუძღვებიან.

„მეორე პროექტის ხანგრძლივობა არის 8 თვე და ამჯერად სამ კურსს მოიცავს - ორს თბილისში და ერთს გორში. დაახლოებით 200 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას მთლიანად პროგრამაში. მონაწილეები დაწყებით სამხედრო და სალაშქრო  მომზადებას გაივლიან. ამ ეტაპზე ფორმდება ხელშეკრულებები საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან, აგრეთვე კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან, და ახალი რეზერვის კონცეფციის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა, მოხალისეების აქტიური ჩართულობისათვის. ახალგაზრდების მომზადება იმ ერთერთ კომპონენტს წარმოადგენს, რაც ფუნდამენტს შექმნის მომავალი სერჟანტებისა და ოფიცრების საუკეთესო კადრების მოძიებისათვის“, - განაცხადა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გამგეობის წევრმა პაატა გიგაურმა. 

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი გეგმავს დასავლეთში აპრობირებული სასწავლო კურსისა და მეთოდიკის დანრეგვას საქართველოში, რომლის მიზანია მოზარდებში ექსტრემალური სალაშქრო და ძალისმიერი სპორტის სახეობების მეთოდიკის გამოყენებით, კანონმორჩილებისა და დისციპლინის მნიშვნელობის, დამოუკიდებელი აზროვნების და მოქმედების უნარის დანერგვა, მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.

2015 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა ლეგიონის პირველი პროექტი, წელს დაემატა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი“-ს კომპონენტი - „ახალგაზრდების დაწყებითი სამხედრო და სალაშქრო მომზადება“, რამაც უფრო ფართო ასაკობრივი სეგმენტი მოიცვა და პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა სასკოლო ასაკის მოზარდებთან ერთად, უკვე სტუდენტებსაც აქვთ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge