png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ

  • პოლიტიკა
  • 16.04.2016
  • 10:32
გიორგი კვირიკაშვილი: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება სახელმწიფოში არ უნდა იყოს წახალისებული. თუმცა, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ.

„ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება და შეფასებები ამ საკითხთან მიმართებაში, უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდა, რომელმაც მსუბუქი ნარკოტიკი მოიხმარა, დავაპატიმროთ, ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. შესაძლოა, ჩვენ ამით ამ ახალგაზრდას დავუნგრიოთ სიცოცხლე და მოვუსპოთ იმის შანსი, რომ  მომავალში აღარ მოიხმაროს ეს ნარკოტიკი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

რაც შეეხება მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციას, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ის ლეგალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია.

„ჩვენ ლეგალიზაცია უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ჩემი პასუხია, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge