png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება

  • თავდაცვა
  • 14.04.2016
  • 14:39
თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ თავდაცვის უწყების, ასევე, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ მსხვილ კომპანიებს სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უპირატესობებზე ისაუბრა.

„ქაღალდის კომუნიკაცია თანამედროვე ეპოქაში უკვე შეუძლებელია. ელექტრონული სისტემების დანერგვა იწვევს შრომისუნარიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დანერგვის კუთხით. შესაბამისად, გამოიწვევს სხვა პროდუქტების პროვოცირებას, რადგანაც უკვე შესაძლებელი იქნება შიდა ელექტრონულ სისტემაში საქმის წარმოების დაწყება. რა თქმა უნდა, პროგრამის ადაპტაციასა და უსაფრთხოების ეტაპების გავლას დრო სჭირდება, მაგრამ ეს პროცესი პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. დარწმუნებულები ვართ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პროგრამას სათანადოდ აითვისებენ და დავიწყებთ ახალ ერას, ელექტრონულად საიდუმლო საქმის წარმოების ერას“,- განაცხადა დავით ებრალიძემ.

სპეციალური საიდუმლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა „დოკუმენტუმი“ გამოცდილი და დანერგილია სხვადასხვა ევროპულ, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებში.

თავდაცვის სამინისტრომ პროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიარა ჯანდაცვის სამინისტროსთან. საიდუმლო ელექტრონული დოკუმენტების პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო „პაციენტთა ელექტრონული ისტორიებისთვის“ იყენებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვის უწყება „დოკუმენტუმს“ პირველ ეტაპზე სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი მთელ შეიარაღებულ ძალებში დანერგავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge