png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიდუბის რაიონის გამგებელი სოციალურად დაუცველი ოჯახების მოთხოვნებს ეხმაურება

  • საზოგადოება
  • 12.04.2016
  • 17:05
 დიდუბის რაიონის გამგებელი სოციალურად დაუცველი ოჯახების მოთხოვნებს ეხმაურება

დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი რკინიგზის სამშობიაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მოთხოვნებს ეხმაურება. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა, თბილისის მერია და რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის N13-ში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ უყურადღებობას იჩენს, უსაფუძვლოა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„2014 წლის 5 აგვისტოდან დღემდე, თევდორე მღვდლის #13-ში მცხოვრები ადამიანებისთვის ფინანსური დახმარებების გასაწევად, სხვადასხვა სახის გამოკვლევებისა და წამლებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დახარჯულია 22 000 ლარზე მეტი. ამასთან, გამგეობამ მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ეზოს მოპირკეთებისთვის დახარჯა 75 000 ლარი. ასევე, 20 000 ლარამდეა დახარჯული ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაში, რაც შეეხება ანტისანიტარიას, მათთვის საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად გამგეობამ გამოყო 34 000 ლარზე მეტი და მოაგვარა არსებული პრობლემა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე 54-ვე ოჯახი იღებს შეშით დახმარებას და ყველა მათგანი სარგებლობს უფასო სასადილოთი. გარდა ამისა, თევდორე მღვდლის #13-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ზამთრის პერიოდში თბილისის მერიისგან იღებდნენ კომუნალურ სუბსიდიას ელ.ენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადისთვის და ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით,“- აცხადებს დიდუბის რაიონის გამგებელი.

ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ჩნდება ეჭვი, რომ პროცესები კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, გამოიყენონ ხალხი როგორც ბრმა იარაღი - საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.ეს ხალხი წლებია, რაც რკინიგზის სამშობიაროს შენობაში ცხოვრობს და მათი გააქტიურება არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე აჩენს ეჭვებს, თანაც მაშინ, როდესაც პროცესის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე გივი კუბლაშვილი. ამ პირებს ძალიან კარგად ესმით, რომ აღნიშნული ფართების დაკანონება ვერ მოხდება გამგეობის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას მას და მის თანაგუნდელებს შეეძლოთ ეს თავად გაეკეთებინათ“- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

დიდუბის რაიონის გამგებელი მოსახლეობას მიმართავს, ნუ აჰყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციას და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში.

„ეს ყველაფერი არ კეთდება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ან მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული აქციები კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხორციელდება,“ - განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge