png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის ახლადგახსნილ სკვერში ხე-მცენარეები ვანდალურად გაანადგურეს

  • საზოგადოება
  • 12.04.2016
  • 10:35
ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის ახლადგახსნილ სკვერში ხე-მცენარეები ვანდალურად გაანადგურეს

დღეს გამთენიისას, ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერში ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი.

ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა

შეგახსენებთ, რომ შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ, 11 აპრილს  გაიხსნა.

ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული. აქვეა განთავსებული 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, ადაპტირებული ატრაქციონები და პანდუსებიანი საპირფარეშო. ტერიტორიაზე მოწყობილია სადრენაჟო სისტემა, დაგებულია ფილები და ბორდიურები. ასევე დამონტაჟებულია გარე განათება და ჩატარებულია გამწვანების სამუშაოები.

ჯამში 7 ათასი კვ მეტრი ტერიტორია გამწვანდა. პარკში უკვე განთავსდა 90 საბაღე სკამი და მოეწყო სასმელი წყლის შადრევნები. პარკის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მონოლითი 2005”-მა შეასრულა. აღნიშნული სკვერი უკვე მეოთხეა ბათუმში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოეწყო.

გასულ წელს 3 სკვერი მოეწყო ჯავახიშვილის, ფრიდონ ხალვაშისა და ბესიკის ქუჩებზე.
ახალ სკვერს შინდისის გმირების სახელი 2008 წლის აგვისტოში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული 17 ქართველი მეომრის ხსოვნის უკვდავსაყოფად ეწოდა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge