png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

  • საზოგადოება
  • 09.04.2016
  • 12:16
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას.

„დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ერთი მხრივ, ეს არის დღე დიდი მწუხარების, იმიტომ, რომ ამ ადგილზე, 27 წლის წინ, ათეულობით ახალგაზრდა ცარიელი ხელებით ებრძოდა კბილებამდე შეიარაღებულ ოკუპანტს, ტანკებს, ნიჩბებიან ჯარისკაცებს. ისინი დაიღუპნენ საქართველოსთვის ბრძოლაში. მეორე მხრივ, ამ დღეს, საქართველო იყო განსაკუთრებით ერთიანი, ამაყი, რაც 25 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებმა სისხლი დაღვარეს იმისათვის, რათა ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვროთ, ამიტომ ყველას ვალია, ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა მუშაობდეს და მოღვაწეობდეს, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, სიძლიერისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი თანამემამულეების ნათელი სახელები, ჩვენი დიდი წინაპრები ამას ნამდვილად იმსახურებენ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის შენობის წინ, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge