png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხებზე შეხვედრა გამართა

  • საზოგადოება
  • 07.04.2016
  • 18:02
 სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხებზე შეხვედრა გამართა

2016 წლის 6-7 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინიციატივით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროების საკითხზე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის რეკომენდაცია სახალხო დამცველმა 2014 შეიმუშავა, თუმცა მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, იგი ამ დრომდე შეუსრულებელია.

სახალხო დამცველმა ანგარიშებში შესული სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები მიმოიხილა და გამოძიების ინსტიტუციურად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის საჭიროებასა და მოდელებზე იმსჯელა; ყურადღება გაამახვილა როგორც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებზე, მსგავს დანაშაულთა საგამოძიებო ქვემდებარეობის კუთხით, ასევე პრაქტიკის შედეგად დამკვიდრებულ დაუსჯელობის სინდრომზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების მხარდამჭერი ორგანიზაციების: ევროსაბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატისა და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლები.

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელმა დეტალურად მიმოიხილა არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ. კანონპროექტზე მსჯელობისას დისკუსია წარიმართა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იურისდიქცია დანაშაულებთან და დანაშაულის ჩადენის დროსთან მიმართებაში, ბრალმდებლის უფლებამოსილების განხორციელება, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელისა და სხვა კადრების შერჩევის წესი და სხვა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თაობაზე სხვა და სხვა ქვეყნის პრაქტიკა და მოდელები.

შეხვედრას 20 ჟურნალისტი დაესწრო როგორც ცენტრალური ასევე რეგიონული მედიიდან. ანალოგიური შეხვედრა სახალხო დამცველმა უკვე გამართა საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge