png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 06.04.2016
  • 12:09
   წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ამბასადორში“,  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა.

საქართველოში ეროვნული პოლიტიკური დიალოგის  მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს „ტრანსსასაზღვრო წყალსადინარებისა და საერთაშორისო ტბების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციასთან დაკავშირებულ სამუშაო პროგრამების შესრულებას.

ასევე,  “2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის” დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა და ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება ქვეყანაში, როგორიცაა: წყლის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, მეზობელ ქვეყნებთან ორმხვრივი თანამშრომლობის გაძლიერება და წყლის რესურსების სააუზო მართვის მიდგომების დანერგვა.

შეხვედრაზე წყლის კანონმდებლობის განვითარების პროცესი; წყლის ახალი კანონქვემდებარე აქტების კონცეფცია; - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „წყალი და ჯანმრთელობის შესახებ” ოქმთან დაკავშირებული საკითხები; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება და ეროვნული პოლიტიკური დიალოგის მე-2 ეტაპის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოსდაცვითი პროგრამა“ ევროკავშირის პროექტის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს სესია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის,  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წყლის რესურსების მართვის სფეროში საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების  წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge