png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 03.10.2015
  • 11:14
ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრისას, განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების კუთხით შედეგიანი ურთიერთთანამშომლობის მნიშვნელობა.

მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას.

ვახტანგ გომელაურმა და ზექი ლევენთ გუმრუგჩუმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე.

„შეხვედრა მოკლე უნდა ყოფილიყო. ჩემი სურვილი იყო, რომ მიმელოცა ბატონი გომელაურისთვის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, მაგრამ როგორც ხედავთ შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. ეს არის იმ არაჩვეულებრივი დახვედრის შედეგი, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ.  მე მანამდეც ვიცნობდი ბატონ ვახტანგს, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მქონდა მასთან შეხვედრის საშუალება. ის შეხვედრაც  არაჩვეულებრივი იყო და დღევანდელი შეხვედრის დროსაც ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მოგეხსენებათ, რომ   ყველა საკითხი რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, მტკივნეულია ჩვენთვისაც. ჩვენ გვაქვს საერთო საფრთხე, საერთო პრობლემები და ამიტომ ძალიან მოხარული ვიყავი, როდესაც  მოვისმინე მისი ხედვები ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ძალიან საინტერესო შეფასებები იყო. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. დაიგეგმება როგორც უმაღლესი რანგის შეხვედრები, ასევე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის გაიმართება შეხვედრები და ისინი ყოველთვიურად აქტიურ რეჟიმში განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge