png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

  • ეკონომიკა
  • 02.10.2015
  • 12:29
დიმიტრი ქუმსიშვილმა მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც მიეძღვნა კვლევას „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა DCFTA-ს (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) კონტექსტში“.

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო საქართველოს პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომელმაც ეს პროცესი შეუქცევადი გახადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს რეფორმებს, რისი ვალდებულებაც DCFTA-ს შეთანხმებით აქვს აღებული. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც DCFTA-ს განხორციელების კოორდინატორი, აქტიურად თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. მისი თქმით, შემუშავებულია DCFTA-ს იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა 2014-2017 წლებისთვის და უფრო დეტალური სამოქმედო გეგმა 2015 წლისთვის, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. მისი განცხადებით, სამინისტროს სისტემაში შეიქმნა მეწარმეობის განვითარებისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოები, რომელთა ფუნქციონირების მთავარი მიზანი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კერძო სექტორის მხარდაჭერაა სწორედ DCFTA-სთან ადაპტაციის კუთხით.

მინისტრმა თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ახალი სამწლიანი პროგრამა (44.5 მლნ. ევროს მოცულობის გრანტი), როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, რომელსაც ხელი 2015 წლის დასაწყისში მოეწერა და რომელიც ქვეყანას დაეხმარება DCFTA-ს განხორციელებაში და ამ პროცესში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საფინანსო ინსტიტუტების ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლების აუცილებლობაზე DCFTA-სთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არის პერსპექტივა და შესაძლებლობა მათთვის, განავითარონ შესაბამისი პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. მინისტრმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ინსტრუმენტზე ( DCFTA Facility for SMEs), რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ და რომელიც ხორციელდება ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

მრგვალი მაგიდის მონაწილეების წინაშე ასევე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge