png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრეზიდენტის სასახლემ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 25.03.2016
  • 22:14
პრეზიდენტის სასახლემ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლემ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას „ფოლადის ძაფივით" უმასპინძლა, რომელზეც სამი თაობის ხელოვანთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

გამოფენაზე წარმოდგენილია საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, კლასიკოსი ხელოვანის, ვერა ფაღავას 1930-1980-იანი წლების ნამუშევრები, თანამედროვე ქართველი ხელოვანების ქეთუთა ალექსი-მესხიშვილისა და თიკა ჟვანიას ტექსტილის ნამუშევრები და თბილისის აბრეშუმის მუზეუმის კოლექციის ნაწილი.

„გამოფენაზე სამი თაობის ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ვერა ფაღავა არაჩვეულებრივი ქართველი ფერმწერი იყო, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა, იგი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა ძალიან უყვართ ფრანგებს და აინტერესებთ მისი პერსონა. სასახლეში ასევე წარმოდგენილია საინტერესო ნამუშევრები, აბრეშუმის მაქმანები, რაც გვაფიქრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოში აბრეშუმის წარმოება და დამუშავება. ასევე სასახლეში წარმოდგენილია თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც თავისი კონცეფცია ამ სივრცეს მოარგეს. აქ წარმოდგენილმა სამმა თაობამ მთლიანად წარმოაჩინა, როგორ შეიძლება ამ სივრცეში განლაგდეს სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები", - აღნიშნა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ.

გამოფენაში მონაწილეობას ასევე, ღია მიმართვით შერჩეული 20 სტუდენტი იღებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი და სახელოვნებო სასწავლებლებიდან შეირჩნენ. გამოფენის სათაური „ფოლადის ძაფივით", სტუდენტების ჯგუფის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეო ნამუშევრის - „მეაბრეშუმეობის ლაბორატორია" მიხედვით შეირჩა.

გამოფენის მიზანია, აბრეშუმის მსგავსად საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელობისა და მისი პოტენციალის წარმოჩენა. გამოფენას ორგანიზება გაუწია საგანმანათლებლო ორგანიზაციამ „კამპუსი".

გამოფენა იმართება ვერა ფაღავას პარიზის კულტურული ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო აბრეშუმის მუზეუმი და ნინო ტარასაშვილის კერძო კოლექცის მხარდაჭერით. გამოფენა დღეს გაიხსნა და კიდევ ორი დღე გაგრძელდება. გამოფენაზე დასწრების საშუალება მოპატიჟებულ სტუმრებს შეეძლებათ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge